Caspian Impex Group (CIG) -10 წლიანი წარმატებული ისტორიის მქონე, ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დაფუძნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ყველა სახის ტვირთის გადაზიდვას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით, ნებისმიერი წერტილიდან და ყველა კონტინენტზე. CIG მსოფლიოში უდიდესი ჰოლდინგის, ISR-ის ნაწილია, რომელიც 1995 წლიდან,მრავალი მიმართულებით ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს კომპანიის მდგრად ზრდასა და განვითარებას.
კომპანიის ისტორია 2012 წელს,საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო, როდესაც რაუფ ხალილოვმა CIG საქართველო სულ რაღაც ოთხი ავტომზიდით დააფუძნა. დაარსებიდან ათი წლის თავზე, CIG საქართველო გადაიქცა ავტომობილების სანდო ლოგისტიკურ კომპანიად და ახალი ოფისები გახსნა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ჩეხეთში. 2023 წლის ბოლოსთვის გადამზიდების რაოდენობამ 100-ს უნდა მიაღწიოს.
სულ რაღაც ათ წელიწადში, ოთხი ავტომზიდისგან შემდგარი ფლოტი ასამდე გადამზიდის მქონე სერიოზულ კომპანიად იქცა.
2020 წლიდან CIG-მ გაზარდა თავისი საქმიანობის არეალი და დღეისათვის მომხმარებელს სთავაზობს ლოგისტიკური მომსახურების უფრო ფართო ჩამონათვალს. აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელების შედეგად, CIG– ის პარტნიორების სიას დაემატნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Cosco, Chinese Line, MSC, Evergreen, Yang Ming, Arkas, Gianti და ა.შ. CIG – ის ოფიციალური პარტნიორების ჩამონათვალში ასევე შეხვდებით საავტომობილო დარგში მსოფლიოს მოწინავე შემდეგ კომპანიებს: Toyota , Lexus ,Peugeot და ა.შ.
CIG-ის ძირითადი პრინციპებია ეფექტურობა, პროფესიონალიზმი და სანდოობა. კომპანიის სამუშაო მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. CIG-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა განვითარებასა და წინსვლაზე კომპანია მუდმივად ზრუნავს. გარდა ამისა, უდიდესი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
კომპანიის უპირობო წარმატების საწინდარი არის მისი სწორი მენეჯმენტი და ავტომზიდების, მძღოლებისა და ზედამხედველების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. CIG-ს მიერ უკვე 40 ათასზე მეტი ავტომობილია გადაზიდული და კომპანია ამაყად აცხადებს, რომ თითოეული ტრანსპორტირება შესრულდა წარმატებით, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს გადამზიდის პასუხისმგებლობის დაზღვევას.
კომპანიის წარმატება მის კორპორატიულ პრინციპებს ეფუძნება. უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტირებულ სისტემასთან ერთად, CIG მომხმარებელს სთავაზობს მოსახერხებელ სერვისს, რაც მოიცავს: დამკვეთთან მუდმივ და სწრაფ კომუნიკაციას ყოველდღე და 24 საათის განმავლობაში; პროდუქტის მოდელისა და ზომის გათვალისწინებით, დატვირთვის ოპტიმალური გეგმის შედგენას, ასევე დატვირთვა/ გადმოტვირთვის პროცესის სრულ მონიტორინგს და ე.წ ,,კარიდან-კარამდე (Door to Door) მიწოდების“ სისტემას.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით,CIG-ის მომხმარებლები აქვთ სრული გარანტია, რომ ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება უსაფრთხოდ, დათქმულ დროსა და ვადაში,მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.