სახმელეთო გადაზიდვა

Caspian Impex Group  გამორჩეულია სატრანსპორტო სერვისების მრავალფეროვნებით. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტრანსპორტირებას ავტომზიდებითა და კონტეინერმზიდებით.

  • ავტომზიდები;
  • REF ტრაილერები;
  • ტენტიანი ტრაილერები;
  • კონტეინერმზიდები;
  • არაგაბარიტული ტვირთის გადამზიდები (Low Bed).

CIG ფლობს 50 ავტომზიდს, რომლებსაც მართავენ პროფესიონალები. ყველა მათგანი აღჭურვილია Kassbohrer -ის მისაბმელით.

ავტომობილების გადაზიდვის სერვისი ითვალისწინებს კომპანიის მძღოლების მიერ მანქანების დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესის უზრუნველყოფას.

CIG სთავაზობს მომხმარებელს თითქმის ყველა სახის ტვირთის გადაზიდვას სახმელეთო გზით, მათ შორის: ნაწილების, ნაყარი და თხევადი ტვირთის, სრული დატვირთვისა  (FTL) და ჯგუფურ ტვირთებს, ავტომობილებსა და სხვა.

 

მომსახურება მოიცავს:

  • ე.წ ,,კარიდან-კარამდე“ მიწოდების მომსახურება;
  • ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა (GPS);
  • ტვირთის უსაფრთხოების შემოწმება;
  • გამგზავრების მოქნილი დრო;
  • მოქნილი გადაწყვეტილებები;
  • ყოველდღიური გაგზავნა ან მიწოდება;
  • ავტომანქანების დატვირთვა-გადმოტვირთვა;
  • მოკლე ტრანზიტის დრო ექსპრეს-მანქანებით.